მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 162 416 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Lezing Franse compoist Olivier Messianen in Koninklijk Conservatorium in Den Haa, Bestanddeelnr 933-8262.jpg
ოლივიე ეჟენ პროსპერ შარლ მესიანი — ფრანგი კომპოზიტორი, ორგანისტი და ორნითოლოგი. XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორი.

მისი მუსიკა რიტმულად კომპლექსურია. ჰარმონიულად და მელოდიურად იყენებდა შეზღუდული ტრანსპოზიციის კილოებს, რომლებიც თავისივე ადრინდელ ნაწარმოებებში და იმპროვიზაციებში არსებული მასალიდანაა ამოღებული. წერდა მუსიკას კამერული ანსამბლებისთვის და ორკესტრისთვის, ვოკალურ მუსიკას, აგრეთვე სოლო საორგანო და საფორტეპიანო მუსიკას. ეწეოდა ექსპერიმენტულ მუშაობასაც ახალი ელექტრონული ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც ევროპაში მის სიცოცხლეში განვითარდა.

მესიანი ბევრს მოგზაურობდა და ქმნიდა ნამუშევრებს ისეთი განსხვავებული ფაქტორების გავლენით, როგორიცაა იაპონური მუსიკა, ბრაისის კანიონის ლანდშაფტები იუტაში და წმ. ფრანცისკ ასიზელის ცხოვრება. ამბობდა, რომ აღიქვამდა ფერებს გარკვეული მუსიკალური აკორდების მოსმენისას (ფენომენი, რომელსაც სინესთეზია ეწოდება) და რომ ეს ფერები მნიშვნელოვანი იყო მისთვის კომპოზიციის პროცესში. მოკლე პერიოდის განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს „ტოტალურ სერიალიზმთან“ დაკავშირებულ პარამეტრიზაციაში, რის ერთ-ერთ ინოვატორადაც თავადვე ითვლება. მისი მუსიკალური სტილი, ასევე, ასახავდა არაერთ გლობალურ მუსიკალურ გავლენას, როგორიცაა, მაგალითად, ინდონეზიური გამელანი (მომართულ დასარტყამ ინსტრუმენტებს მის საორკესტრო ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს).

გატაცებული იყო ფრინველთა გალობით, იწერდა მათ და იყენებდა მათ ტრანსკრიპციებს კომპოზიციაში. ფერების ინოვაციური გამოყენება, მიდგომა დროისა და მუსიკის ურთიერთმიმართებასთან და ფრინველთა გალობის გამოყენება არის არასრული სია იმ ფაქტორებისა, რომლებიც მესიანის მუსიკას გამოარჩევს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

რიგა

რიგა (ლატვ. Rīga) — ლატვიის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე დაუგავას ბალტიის ზღვის შესართავთან, კოორდ. 56°58′N 24°8′E. რიგა ბალტიის ქვეყნების უდიდესი ქალაქია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული, საგანმანათლებლო, საფინანსო, კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია ბალტიის რეგიონში.

რიგის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვირეობის ძეგლთა სიაში შეტანილი. ქალაქი განსაკუთრებით გამოირჩევა ინტენსიური არტ-ნუვო (გერმ. Jugendstil) არქიტექტურით და მას ამ მხრივ მხოლოდ ვენა, პრაღა და ბარსელონა თუ შეედრებიან.

W-circle.svg

სიახლეები

სალმან რუშდი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია


HSDagensdatum.svg

18 აგვისტო — ამ დღეს...

რიგის გერბი
  • 1201 : ქალაქი რიგა (გერბი სურათზე) დაფუძნდა.
  • 1868 : ფრანგმა ასტრონომმა პიერ ჟანსენმა ჰელიუმი აღმოაჩინა.
  • 1877 : ასაფ ჰალმა მარსის თანამგზავრი ფობოსი აღმოაჩინა.
  • 1920 : აშშ-ის კონსტიტუციის მე-19 დამატებით ქალებს არჩევნებში ხმის უფლება მიეცათ.
  • 1941 : მასიური პროტესტების გამო ნაცისტურ გერმანიაში დროებით შეწყდა სულიერად ავადმყოფთა და ხეიბართა ევთანაზია.
  • 1958 : ვლადიმერ ნაბოკოვის გახმაურებული რომანი „ლოლიტა“ გამოქვეყნდა აშშ-ში.
  • 1991 : საბჭოთა კავშირის ლიდერს მიხაილ გორბაჩოვს ყირიმზე შვებულებაში ყოფნისას გკჩპ-მ შინა პატრიმრობა მიუსაჯა.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა